11:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 15:18:16, 1054 ნახვა

პოლიტიკა
ხუციშვილი - 2023 წელს სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის ამოქმედება იგეგმება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს საბაჟო კოდექსი ევროკავშირის საბაჟო კოდექსთან დაახლოების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. მისი თქმით, საბაჟო მიმართულებით 2023 წელში იგეგმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ფინალური ეტაპის დაწყება.

„ეს არის საერთო ტრანზიტის კონვენციასთან მიერთების მიზნით, სატრანზიტო სფეროში ევროკავშირის კონვენციებთან საქართველოს მიერთებისა და ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ამოქმედება. იმედი მაქვს, რომ ფუნქციონალური გახდება ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის კიდევ ერთი ქმედითი პლატფორმა, რომელიც საქართველოს საავტომობილო სატრანსპორტო სექტორში მნიშვნელოვანი ინვესტიციების კატალიზატორი გახდება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

მან, ასევე, ისაუბრა ინტელექტუალური საკუთრების სასაზღვრო დაცვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე. მისი თქმით, ამ მიმართულებით საბაჟო ადმინისტრირების პროცესში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია საბაჟო-კერძო თანამშრომლობის მექანიზმებს.

„საბაჟო განუხრელად განაგრძობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვას ევროკავშირთან მიახლოებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პრინციპებიდან გამომდინარე. ასევე, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორის ახალი სტატუსი, რომელიც ახლახან დაინერგა საქართველოში და ამ ეტაპზე 2 კომპანიას აქვს მიღებული აღნიშნული სტატუსი. იმისთვის, რომ  ეს პროცესი დაჩქარდეს, აუცილებელია უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შეთანხმების გაფორმება, პირველ რიგში, ევროკავშირთან. მსურს, ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და ვთხოვო ევროდელეგაციის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხელი შეუწყონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უფლებამოსილი ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შეთანხმების გაფორმების მაქსიმალურად დაჩქარებას", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
მსოფლიო პატრიარქის გულისამაჩუყებელი მიმართვა საქართველოს ახალი პატრიარქისადმი
მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ
საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics