|
2023-01-26 12:12:39, 1330 ნახვა
ეკონომიკა
კასპის მუნიციპალიტეტში მოქმედი სუნელების საწარმო პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს
კასპის მუნიციპალიტეტში მოქმედი შპს „იგოეთის“ სუნელების საწარმოს საქმიანობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი გაეცნო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, შპს „იგოეთის“ საწარმო, რომელიც 2020 წელს პანდემიის პერიოდში შეიქმნა, 18 დასახელების სუნელს აწარმოებს, საიდანაც 12 დასახელება საკმაზია. საწარმოში დანერგილია საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემა (HACCP). პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ სუპერმარკეტებში. კომპანიის კომერციული დირექტორის, ვაჟა ილურიძის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე გატანა; მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-ის, იაპონიის, ნიდერლანდებისა და ყაზახეთის მხარესთან. „სუნელების საწარმო კერძო ინვესტიციით შეიქმნა, რაც ძალიან კარგი მაგალითია და ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში შექმნილი ბიზნესგარემო წარმოების დაწყების და გაფართოების საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით განხორციელებული აქტიური ქმედებების შედეგად, მეწარმეებს საშუალება აქვთ, პრაქტიკულად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში განახორციელონ ექსპორტი. აღსანიშნავია, რომ „იგოეთის“ სუნელების საწარმოში წარმოებული პროდუქცია აკმაყოფილებს საერთაშორისო უვნებლობის სტანდარტებს, აკმაყოფილებს, როგორც ხარისხობრივი მაჩვენებლებით, ისე შეფუთვით. მსგავსი საწარმოების შეექმნა არის შედეგი ის პოლიტიკის, რასაც სახელმწიფო აგროწარმოების მიმართულებით ახორციელებს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)