13:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 23:02:03, 983 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი ხაბეიშვილზე - ესა თუ ის კანდიდატი მაქსიმალურად ცდილობს, რომ სააკაშვილზე უფრო სააკაშვილად წარმოაჩინოს თავი

ესა თუ ის კანდიდატი ახლა მაქსიმალურად ცდილობს სააკაშვილზე უფრო სააკაშვილად წარმოაჩინოს თავი, იმიტომ რომ პარტიის თავმჯდომარეობა უნდათ, - ასე გამოეხმაურა პარტია "მოქალაქეების ლიდერი" ალეკო ელისაშვილი, ენმ-ს თავჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, ციხეში შევარდნები და პატიმრები გამოხსნა 90-იან წლებში ხდებოდა და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ასე არ უნდა საუბრობდეს.

„რას ჰქვია, პატიმართან შევვარდეთ? ასეთი რამ 90-იან წლებში ხდებოდა, როცა პოლიციის განყოფილებებში შევარდებოდნენ და ხალხს გამოიხსნიდნენ. ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი რაღაცისგან. პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ასე არ უნდა ლაპარაკობდეს. როგორც ჩანს, არჩევნების მოგება იმდენად უნდა, რომ მსგავს რაღაცებს ამბობს. ესა თუ ის კანდიდატი ახლა მაქსიმალურად ცდილობს სააკაშვილზე უფრო სააკაშვილად წარმოაჩინოს თავი, იმიტომ რომ უნდათ ახლა პარტიის თავმჯდომარეობა, ეს არის და ეს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, ლევან ხაბეიშვილმა განაცახადა, რომ თუ საჭირო გახდება მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად დაიხსნის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics