13:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-25 15:18:42, 878 ნახვა

პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი გერმანიის ელჩს საქართველოში პიტერ ფიშერს შეხვდა

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად მხარეებმა განიხილეს 2023 წლის მარტში დაგეგმილი საერთაშორისო ტურისტული გამოფენის - ITB Berlin-ის მოსამზადებელი სამუშაოები, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყნის სტატუსით იქნება წარდგენილი.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოსა და გერმანიას შორის ტრადიციულად არსებობს მეგობრული, საქმიანი ურთიერთობები და აქტიური ურთიერთთანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. მისივე თქმით, ხაზგასასმელია, რომ გერმანია არის ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მეტი ავიარეისი გვაქვს - აქ შვიდი მიმართულებით დაფრინავს ოთხი ავიაკომპანია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის.

„ვფიქრობთ, რომ ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან, ისე მთლიანად ევროპიდან ტურისტული ნაკადების ზრდას" - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics