07:18 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 10:08:03, 1262 ნახვა

მსოფლიო
„სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ ტერორს“ - ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ რუს სასულიერო პირებს სანქციები დაუწესა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ რუსეთის სასულიერო პირებს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, სანქცირებული პირები ტერორისა და გენოციდის პოლიტიკის მხარდამჭერები იყვნენ.

„სანქციები დაწესდა 22 ადამიანის მიმართ - რუსეთის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც სულიერების საფარქვეშ მხარს უჭერენ ტერორს და გენოციდის პოლიტიკას. უკრაინა სისუსტეს არ გამოიჩენს. სახელმწიფო არ იჩენს სისუსტეს“, - ამბობს ზელენსკი.

უკრაინული მედიის ცნობით, სანქციები რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 21 წარმომადგენელს, მათ შორის რუსეთის პატრიარქის, კირილის ძმისშვილს მიხაილ გუნდიაევს დაუწესდა.

სანქცირებულთა სიაში ასევე არის ორმოცდაათიანელების ერთ წარმომადგენელი.

როგორც მედია წერს, სია უკრაინის ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის თავმჯდომარის, ვიქტორ ელენსკის რეკომენდაციების გათვალისწინებით მომზადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics