|
2023-01-23 23:48:55, 1762 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე - თუ ვინმეს არ სჯერა, რომ სწორი გზა და გამოსავალი ერთობაა, თვითონ გააკეთონ
ამდენი თვეა ლანძღვას ვისმენთ, თუ ვინმეს არ მოსწონს ეს ამბავი, ან არ ჯერა რომ სწორი გზა არის ეს და ერთობა არის გამოსავალი, თვითონ გააკეთონ, - ამის შესახებ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ "TV პირველთან" ეთერში საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, არავინ არაფერს არ აკეთებს, და მხოლოდ იმით არიან დაკავებულები, რომ ილანძღონ. მან დასძინა, რომ ბევრი რამ არის მოსაფიქრებელი და გადასაწყვეტია, მაგრამ ამის მიღმა პარაზიტირება უნდათ, იმ პროცესის, რაც ამჟამად ხდება. "გულწრფელად ვიძახი, არავისთან ჩხუბი არ მინდა. ამდენი თვეა ლანძღვას ვისმენთ და არავისთან არაფერში შევსულვართ და სწორი მგონია რომ ეგრე ვიქცევით. თუ ვინმეს არ მოსწონს ეს ამბავი, ან არ ჯერა რომ სწორი გზა არის ეს და ერთობა არის გამოსავალი, თვითონ გააკეთონ. ეგეთი გამოთქმა არსებობს, თუ არ მოგწონს წიგნი, შენ დაწერე უკეთესი. მე დავინახო, რომ ვიღაცა უფრო სწორ რაღაცას აკეთებს, მე დავიჯერებ და გავყვები, დამახონ, რომ ვინმე აი ესე აკეთებს და ეს მუშაობს, უფრო ეფექტურია და დავინახო ეს არის სწორი გზა, შევეშვები ამ რაღაცას და გავყვები, მაგრამ როცა არავინ არაფერს აკეთებს, ანუ გაჩერებულია და მკვდარია ყველაფერი და მარტო იმით არიან დაკავებულები, რომ ილანძღებიან და ითათხებიან, კარგი, მაშინ.. ჩემი პოზიციაა, რომ კრიტიკა როდესაც არის, ცხადია ვუსმენ და ის კითხვები ჩვენც გვაქვს და ესეც არ არის, რომ გარედან გვესმის და ჩვენ არ გვიფიქრია, მართლა საღეჭი, საფიქრი და ბევრი რამე მოსაფიქრებელი, გადასაწყვეტია, მაგრამ მაგის მიღმა, როცა ხედავ, რომ პარაზიტირება უნდათ რაღაც პროცესზე... დგას და გამოგიქანებს, ტალახს გესვრის და მერე ლაპარაკობს რატო გესროლა ტალახი, მაგაზე რა უნდა ილაპარაკო, რა უნდა ახსნა", - განაცხადა ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაწყებიდან ერთი წლის თავზე, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აღნიშნულის შესახებ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე დააანონსეს.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)