13:13 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 21:06:38, 840 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ევროსაბჭო აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს ინტერესები სათანადოდ იყოს გატარებული

მარია ბურიჩმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც, მათ შორის, უკავშირდება 12 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია ბურიჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით,  ევროსაბჭო ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს ინტერესები იყოს სათანადოდ გატარებული, აქედან გამომდინარე მზადდება სპეციალური, რამდენიმეწლიანი სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, რაშიც აქტიურად არის ჩართული გენერალური მდივანი.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ძალიან მეგობრული. შევეხეთ ყველა თემას, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობასთან, ურთიერთობებთან, ჩვენი დელეგაციის მუშაობასთან. ევროსაბჭო ძალიან აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს ინტერესები იყოს სათანადოდ გატარებული. მზადდება სპეციალური, რამდენიმეწლიანი სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, რაშიც აქტიურად არის ჩართული გენერალური მდივანი. შევეხეთ ყველა ასპექტს იმ თანამშრომლობისა, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენს ურთიერთობებთან. ასევე, მიმოვიხილეთ საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები, ვისაუბრეთ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყველა იმ თემაზე, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა. ქალბატონმა ბურიჩმა დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც, მათ შორის, უკავშირდება 12 პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებას და ასევე გამოთქვა მხარდაჭერის სურვილი ყველა შემდგომ რეფორმასთან დაკავშირებით, რაც, მათ შორის, ევროკავშირში ინტეგრაციასთან არის დაკავშირებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ დადებითი გზავნილის მიღება ქალბატონი ბურიჩისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics