23:42 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 18:58:53, 1676 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - მერამდენე მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებების არასწორად გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის

უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა.

განცხადების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით უმაღლეს თანამდებობის პირებთან და უცხოურ თუ ადგილობრივ მედიასთან იცავს ქვეყნის იმიჯს, მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას.

მან დასძინა, რომ, როდესაც ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია რუსესეთისთვის სანქციების გვერდის ავლისთვის, ამ დროს საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ზომა მიიღოს, იმისთვის, რომ ქვეყნის იმიჯი და რეპუტაცია იყოს დაცული.

"უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!

ამჯერად, საქმე ეხება სანქციების გვერდის ავლის თემას - საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს; მას არაერთხელ განუცხადებია, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციების თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას. 

დღევანდელ მოცემულებაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics