13:50 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 16:46:51, 729 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩებს შეხვდა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, აშოტ სმბატიანთან და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩ აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალ ნუაიმისთან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრებზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის რიგი მიმართულებები განიხილეს  და გამოხატეს მზადყოფნა, რომ ურთიერთობები უფრო განვითარდეს.

„სომხეთის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა დაძმობილებულ ქალაქებს - თბილისსა და ერევანს  შორის სხვადასხვა მიმართულებით,  მათ შორის, კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობას და ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. თბილისის მერმა სომხეთის ელჩს მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა.   

არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ტურიზმის, ბიზნესისა და ვაჭრობის მიმართულებით. დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ უვიზო მიმოსვლის რეჟიმსა და პირდაპირი  ავიამიმოსვლის მნიშვნელობაზე, რაც მისი თქმით, ხელს უწყობს ტურიზმის ორმხრივად განვითარებას. 

შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, რაც მხარეთა შეფასებით, ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, უდიდეს პოტენციალს ქმნის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics