20:52 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-21 17:04:41, 1672 ნახვა

ომი უკრაინაში
სენატორები გერმანიას - დავიღალეთ სპექტაკლებით, ვინ აპირებს ტანკების გაგზავნას და როდის აპირებს მათ გაგზავნას

პარასკევს სენატორები ლინდსი გრეჰემი, რიჩარდ ბლუმენტალი და შელდონ უაითჰაუსი შეხვდნენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა მთავრობის წარმომადგენლებს უკრაინაში შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შეხვედრა მას შემდეგ გაიმართა, რაც გერმანიამ ვერ მიაღწია შეთანხმებას თავის მთავარ დასავლელ მოკავშირეებთან  უკრაინაში Leopard 2 ტანკების გაგზავნის თაობაზე რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ.

სენატორების თქმით, მათ საერთო მიზანი აქვთ, რაც გულისხმობს რუსეთის ჯარების განდევნას უკრაინიდან, ამ მიზნის მისაღწევად კი უკრაინელ სამხედროებს ტანკები ესაჭიროებათ, მათ მოუწოდეს გერმანელებს გაგზავნონ ტანკები უკრაინაში პუტინის დასამარცხებლად, პუტინის დამარცხება შედის როგორც გერმანიის, ასევე მშვიდობიანი სამყაროს ინტერესებში

"ჩვენ სამივეს, ერთ რესპუბლიკელსა და ორ დემოკრატს, ერთი და იმავე მიზანი გვაქვს – უკრაინამ რუსები უკრაინიდან განდევნოს. ამ მიზნის მისაღწევად უკრაინელ სამხედროებს ტანკები სჭირდებათ. დავიღალეთ სპექტაკლებით იმასთან დაკავშირებით, ვინ აპირებს ტანკების გაგზავნას და როდის აპირებს მათ გაგზავნას. პუტინი ცდილობს იარაღის ძალით გადაწეროს ევროპის რუკა. მსოფლიო წესრიგი საფრთხის ქვეშ დგას". – ნათქვამია სენატორი გრეჰემის განცხადებაში.

შეგახსენებთ, Leopard 2 ტანკები განიხილება, როგორც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, თანამედროვე სამხედრო მანქანა, რომელიც გააძლიერებს კიევის ძალებს, როდესაც რუსეთთან ომი ერთწლიან ნიშნულს უახლოვდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics