|
2023-01-21 13:54:46, 1800 ნახვა
კომენტარი
ალასანია სააკაშვილზე - ყველაფერია შესაძლებელი, როდესაც ადამიანს ორგანიზმში საწამლავი აქვს
ყველაფერი უბედურება, რაც სჭირს გრძელდება სამწუხაროდ. ყველაფერია შესაძლებელი, როდესაც ადამიანს ორგანიზმში აქვს საწამლავი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდგომ განაცხადა. მისივე თქმით, ის რაც მიხეილ სააკაშვილის გარშემო ხდება, ადამიანის მიმართ, რომელმაც საქართველო მსოფლიოს გააცნო, არის სიბოროტე და უნიათობა. ისევ სუსტად არის, როგორც ყოველთვის, სიცხეებიც გრძელდება და ყველაფერი უბედურება, რაც სჭირს გრძელდება სამწუხაროდ. ყველაფერია შესაძლებელი, როდესაც ადამიანს ორგანიზმში აქვს საწამლავი, ეს ხომ ცხადია. მე ვერაფრით ვეგუები ამ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა ჩემი შვილი, იმიტომ, რომ ეს წარმოუდგენელია. ეს სიბოროტეა ერთი მხრივ და უნიათობა მეორე მხრივ. მე უბრალოდ არც კი მჯერა , რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. ადამიანი, რომელმაც მთელ მსოფლიოს გააცნო საქართველო და გააცნო კარგი მხრიდან და ყველაფერი იყო საამაყო ჩვენთვის, ყველასთვის ის წლები. იმ წლებს გადაარქვეს სახელი, სისხლიანი წლები დაარქვეს. რაღაც მარაზმში ვართ", ამბობს ალასანია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)