|
2023-01-20 21:11:17, 2112 ნახვა
სამხედრო
ჩეჩნეთში აპირებენ მსუბუქი სამხედრო მანქანის წარმოებას, სახელწოდებით „ჯიჰადის მანქანა“
ჩეჩნეთში აპირებენ მსუბუქი სამხედრო მანქანის წარმოებას, სახელწოდებით „ჯიჰადის მანქანა“, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS, ჩეჩნეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩეჩნეთის რეგიონული მთავრობის განცხადების მიხედვით, ჩეჩნეთის ხელისუფლება "ჩეჩენავტოს" ქარხანაში მსუბუქი სამხედრო მანქანის წარმოების დაწყებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათ დასძინეს, რომ მანქანას, სახელწოდებით "ჯიჰადის მანქანა", ტესტირება რუსეთის სპეცდანიშნულების ძალების უნივერსიტეტში ჩაუტარდება. „წინა დღით ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მუსლიმ ხუჩიევმა და რეგიონის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრმა ადამ ხაკიმოვმა არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართეს მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ამ შეხვედრების ფარგლებში განიხილეს შპს "ჩეჩენავტოს" საწარმოო ბაზაზე ჯიჰადის მანქანის წარმოების დაწყების საკითხი“, - განაცხადა წყარომ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)