|
2023-01-20 15:31:08, 938 ნახვა
პოლიტიკა
დეგნანი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე - ქართველებს ურჩევნიათ მოისმინონ, რომ რუსეთის ჯარები ტოვებენ საქართველოს ტერიტორიას
ალბათ ქართველების უმეტესობას ურჩევნია მოისმინოს ის, რომ რუსეთის ჯარები ტოვებენ საქართველოს ტერიტორიას და რომ რუსეთი ემორჩილება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა,- ასე გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებას მალე შეძლებს. დეგნანის თქმით, აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან და ყველა უწყებასთან, რათა მას ჰქონდეს სრული შესაძლებლობა, რომ დაემორჩილოს საერთაშორისო სანქციებს. „როდესაც გადახედავთ საქართველოს ისტორიას, დავინახავთ, რომ ის სავსეა რუსეთის მხრიდან დარღვეული პირობებით, მცდელობით, რომ საქართველოსთვის წაერთმიათ იდენტობა, სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და ჩემი აზრით, ალბათ ქართველების უმეტესობას ურჩევნია მოისმინოს ის, რომ რუსეთის ჯარები ტოვებენ საქართველოს ტერიტორიას და რომ რუსეთი ემორჩილება 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა. მე არ მგონია, რომ იმ ქართველ ოჯახებს, ვინც ცხოვრობს რუსეთში, არ შეუძლიათ საქართველოში დაბრუნება, თუმცა ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის საქართველოში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს საბაჟოსთან, სასაზღვრო პოლიციასთან და ყველა უწყებასთან, იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს, რომ მას ჰქონდეს სრული შესაძლებლობა, რომ დაემორჩილოს საერთაშორისო სანქციებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იხსნება საქართველოში, რომ გახდეს დერეფანი ტვირთ გადაზიდვის შუა აზიიდან ევროპამდე“,- განაცხადა დეგნანმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება. ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ამის მიზეზი კი, საქართველოში 2019 წლის ივნისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციები გახდა.
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)