|
2023-01-20 15:20:59, 1482 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - დავოსის შეხვედრები აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, რომელიც უკვე ინვესტიციებში აისახება
„ვფიქრობ, რომ 2023 წელს დავოსში ვიზიტი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვედრები გამორჩეულად შედეგიანად და საინტერესოდ წარიმართა, განსაკუთრებით ჩვენთვის, საქართველოსთვის, რადგან პროექტები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა და ინტერესს იწვევს ინვესტორებისგან და ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოებისგან," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო დავოსში გამართულ საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შეხვედრებში. ვიცე-პრემიერმა დავოსის ფორუმი ბიზნესშეხვედრების კუთხით ნაყოფიერად შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით, დელეგაციამ შეხვედრები გაიმართა ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით მსოფლიოს ყველაზე წამყვან კომპანიებთან. მათ წარმომადგენლებთან განხილული იქნა ამ დარგებში საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და საქართველოში არსებული მდგომარეობა. „თითოეულმა კომპანიამ საქართველოსთან თანამშრომლობის დაინტერესება გამოთქვა. მათ ჩვენ წინასწარ მივაწოდეთ ინფორმაცია კონკრეტული პროექტების და საქართველოს შესახებ, თუმცა, პირადი შეხვედრები, ვფიქრობ, განსაკუთრებით სასარგებლოა და აუცილებლად მოიტანს კონკრეტულ შედეგებს, რომელიც უკვე ინვესტიციებში აისახება," - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. „ის ამბიციური გეგმები, რომელთა შესახებაც ჩვენ გამოვაცხადეთ და მოსახლეობას ვუთხარით წლის ბოლოს და უკავშირდება განახლებულ სატრანსპორტო და საპორტო ინფრასტრუქტურას, ასევე ენერგეტიკის სფეროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით უფრო მეტი უცხოური კომპანიის საქართველოში მოღვაწეობას, ვფიქრობ, რომ დავოსის შეხვედრების შედეგად, კიდევ უფრო ხელშესახები იქნება და გააქტიურდება," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)