06:35 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-20 13:41:14, 984 ნახვა

საზოგადოება
თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩების ნაწილზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

მთაწმინდის რაიონში, ე.წ. კადეტთა კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე - თაბუკაშვილისა და ლაღიძის ქუჩების კვეთასთან, წყალარინების ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 21 იანვრის 06:00-დან 23 იანვრის 07:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.  

თაბუკაშვილის ქუჩიდან ინაშვილის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ჭანტურიას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით. ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარი ბროსეს ქუჩიდან სანაპიროს მიმართულებით, ინაშვილის ქუჩიდან კი, მძღოლები თაბუკაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან და შემდეგ, მესხიას ქუჩასა და რუსთაველის გამზირს დაუკავშირდებიან.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, ბროსეს ქუჩიდან მოძრაობა დასაშვები იქნება ქუთათელაძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო რუსთაველის გამზირიდან ლაღიძის ქუჩის მიმართულებით, მოძრაობა შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის კვეთამდე და უკუმიმართულებით.

სამუშაოების გამო, მიკროავტობუსი N528 იმოძრავებს ბარათაშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისა და რუსთაველის გამზირის გავლით, რის შემდეგაც, დაუკავშირდება ჯავახიშვილის ქუჩას და გადაადგილდება დადგენილი სქემით. უკუმიმართულებისას, მიკროავტობუსი გალაკტიონ ტაბიძის ხიდიდან მარცხნივ მოხვევით, დაუკავშირდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ქუჩას და შემდეგ იმოძრავებს დადგენილი სქემით. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics