2023-01-20 13:40:36, 870 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურა საგარეჯოს რაიონში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პროკურატურა უსამძიმრებს საგარეჯოს რაიონში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს.
"მწუხარებას გამოვთქვამთ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, ოთარ ღვინაშვილის დაღუპვის გამო. საქართველოს პროკურატურა უსამძიმრებს ოჯახს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და კოლეგებს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პროკურატურის ცნობით, საგარეჯოში მომხდარ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),