13:51 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 19:21:49, 926 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - არსებობს ტერმინი „არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე“ - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ნეიტრალური მედიატორები ვართ

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებს, მინდა გითხრათ, რომ საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეგიონი უნდა გარდაიქმნას მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად.

„რაც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა არის ნამვილად ჩვენს ინტერესებში, რომ შედგეს სამმხრივი შეხვედრა, იმიტომ რომ ეს რეგიონი გვეკუთვნის ჩვენ, სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს და ჩვენ შეგვიძლია გარდავქმნათ ეს რეგიონი რეგიონალურ შესაძლებლობებად, მშვიდობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებად.

ერთი რამ მინდა ვახსენო ასევე - ცივი ომის და საბჭოთა კავშირის პერიოდში არსებობდა ტერმინი ენდე, მაგრამ გადაამოწმე, აი ეს ნდობა არის აქტუალური, მაგრამ დაემატა ახალი ფრაზა, არ ენდო, მაგრამ ითანამშრომლე,"- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics