07:31 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-19 11:24:56, 1335 ნახვა

მსოფლიო
„თანამდებობაზე სამართლიანად ყოფნის საკმარისი ძალა აღარ მაქვს“ - ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

მისი თქმით, მას აღარ აქვს ძალა, ამ თანამდებობაზე იმუშაოს და იყოს კარგი ლიდერი. 

"მე მივდივარ, რადგან ასეთ პრივილეგირებულ როლს თან ახლავს პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობა იმის გაგებაა, თუ როდის ხართ სწორი ადამიანი ლიდერობისთვის და ასევე როდის არა. მე ვიცი, რა სჭირდება ამ საქმეს და მე ვიცი, რომ აღარ მაქვს საკმარისი ძალა თანამდებობაზე სამართლიანად ყოფნის”,- განაცხადა არდერნმა.

არდერნის თქმით, ის არ გეგმავს მომდევნო ვადით პოსტზე დარჩენას და 14 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობას.

ჯასინდა არდერნი, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის პოზიციასაც  7 თებერვლამდე დატოვებს, ხოლო უახლოეს დღეებში ჩატარდება კენჭისყრა მისი შემცვლელის დასადგენად.

ცნობისთის, არდერნი გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ქალი მთავრობის მეთაური. ის ხელმძღვანელობდა ახალ ზელანდიას Covid-19 პანდემიისა და დიდი კატასტროფების ჩათვლით.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics