|
2023-01-19 10:15:25, 1604 ნახვა
ომი უკრაინაში
ბლინკენი - აშშ უკრაინას ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოუყოფს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ უკრაინას ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოუყოფს. როგორც ბლინკენმა თქვა, აღნიშნული თანხა კონგრესის მიერ 2022 წლის დეკემბერში დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების პაკეტიდან გამოიყოფა. "შეერთებული შტატები უკრაინას 125 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს მისი ენერგოსექტორის მხარდასაჭერად და რუსული სარაკეტო თავდასხმების შედეგად დაზიანებული ელექტროქსელების აღსადგენად", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. ცნობისთვის, აშშ უკრაინისთვის 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფასაც გეგმავს. Associated Press-ის ცნობით, პაკეტი, დაახლოებით, 100 Stryker საბრძოლო მანქანასა და სულ მცირე, 50 Bradley-ის ჯავშანმანქანას მოიცავს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)