|
2023-01-18 23:27:22, 920 ნახვა
ირაკლი ქადაგიშვილი - საქართველო მოქმედება თუ დაინახა ლავროვმა ეს კარგია, სასარგებლოა ეს აღიარება
ლავროვს ეს დასჭირდა, რომ საქართველოს ევროპასთან ურთიერთობა დაუძაბოს და მეორეს მხრივ, მისცეს ოპოზიციას კიდევ დამატებითი, "საწვავი" იმისათვის, რომ მათ გააგრძელონ უარგუმენტოდ, დაუსაბუთებელი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას. მისივე თქმით,ის, რომ საქართველო მოქმედებს და გადაწყვეტილებებს საქართველოს არჩეული მთავრობა იღებს, კარგია თუ ეს ლავროვმა დაინახა. მან დასძინა, რომ ამ კუთხით, ლავროვის ეს აღიარება, სასარგებლოა. "ლავროვი მოგეხსენებათ რომ არ არის ჩვენი ოპოზიციასავით ერთსულიანი მოთამაშე, ის საკმაოდ გამოცდილი დიპლომატია და როდესაც რაიმე განცხადებას აკეთებს, თვლის რამდენიმე შედეგზე და ჩვენ ვხედავთ, რომ ნაწილობრივ, როგორც ყოველთვის, ლავროვი ამ შედეგს, ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის ფლანგზე, აღწევს ხოლმე და ოპოზიციას გარკვეულ მაშველ რგოლსაც გადაუგდებს ხოლმე. რაში დასჭირდა? - დასჭირდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ დაუძაბოს საქართველოს ურთიერთობა ევროპასთან ურთიერთობაში და რა თქმა უნდა, მეორეს მხრივ, მისცეს ოპოზიციას კიდევ დამატებითი, ერთგვარი საწვავი იმისათვის, რომ მათ გააგრძელონ უარგუმენტოდ, დაუსაბუთებელი კრიტიკა ხელისუფლების მიმართ. ის, რომ საქართველო მოქმედებს და გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს არჩეული მთავრობა, ეს მართლაც კარგია, თუ დაინახა ლავროვმა. დიახ, ეს ასეა და ამ კუთხით, მიმაჩნია, რომ ლავროვის ეს აღიარება, სასარგებლოა", - განაცხადა ქადაგიშვილმა. შეგახსენებთ, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საქართველოს მთავრობა იმის გამო შეაქო, რომ ის "დასავლეთის ზეწოლას წინააღმდეგობას უწევს".
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)