14:31 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-18 14:04:20, 958 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - კეზერაშვილმა შემოთვალა, ვინც ჩემს დაკრულზე იცეკვებს, დავაფინანსებო - მელიამ ცეკვის სხვა მიმდინარეობა აირჩია, ხაბე დათანხმდა

კეზერაშვილმა შემოთვალა, რომ ვინც ჩემს დაკრულზე იცეკვებს, დავაფინანსებო - მელიამ ცეკვის სხვა მიმდინარეობა აირჩია და არ დათანხმდა, ხაბე დათანხმდა ჯიგარია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას ვარაუდით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნების შედეგებით, ნიკა მელიას ლევან ხაბეიშვილი ჩაანაცვლებს.

"აქ არის კეზერაშვილის ფულისთვის ბრძოლა. იმ ვაჟბატონმა [კეზერაშვილმა] შემოთვალა, რომ ვინც ჩემს დაკრულზე იცეკვებს, იმას დავაფინანსებო. მელიამ ეტყობა ცეკვის სხვა მიმდინარეობა აირჩია და არ დათანხმდა, ხაბე დათანხმდა, ჯიგარია...

მელიას რომ ვუსმენდი, სიმართლე გითხრათ, შემეცოდა ის ადამიანი - რა დღეში ჰყოლიათ "ნაცებს". ის ახალი თაობა - ხაბეს ვეძახი მე ახალ თაობას - თურმე, ეყრდნობა ვის? მერაბიშვილს და ამით ამაყობს. მერაბიშვილი რომ არ უნდოდა საზოგადოებას, იმ ორი გვამის გამო, ბიზნესის რეკეტის გამო, ახალგაზრდების ჩაცხრილვის გამო, რეჟიმის ხერხემალი იყო ხომ, ამიტომ გააგდო "პანჩურით" 2012 წელს ქართულმა საზოგადოებამ...

მე მგონია, რომ მელია აყირავებულია და ხაბე გვყავს დე ფაქტო და დე იურე და გაფორმდება 28-ში. მე მივულოცავ მას მერე, მომეცემა ამის საშუალება", - ამბობს ზარქუა.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მოქმედმა თავმჯდომარემ და თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გუშინ, 17 იანვარს "ტვ პირველის" გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილს პარტიაში არაფორმალური გავლენის შეტანა სურს. 

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. პარტიის არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, კენჭს ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იყრიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics