|
2023-01-18 13:16:29, 1679 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის შს მინისტრთან ერთად, ვერტმფრენში 8 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ცხელ წერტილში მიფრინავდნენ
უკრაინაში, კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდნისას, ვერტმფრენში 9 ადამიანი იმყოფებოდა, ყველა დაიღუპა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, კირილო ტიმოშენკომ ბროვარში ტრაგედიის ადგილზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დანარჩენი დაღუპულები ბავშვები და მოზარდები არიან, რომლებიც საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ. ტიმოშენკოს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა ვერტმფრენით ფრონტის ცხელ წერტილში, მივლინებით მიფრინავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის სპიკერის, ანდრეი იგნატის განცხადებით, ბროვარიში ავიაკატასტროფის მიზეზებზე საუბარი ნაადრევია. „კომისია, რომელშიც სხვადასხვა ავიაციის სპეციალისტები იქნებიან, მიზეზებს გამოიკვლევს. ეს 1-2 დღეში არ იქნება, რადგან ავიაკატასტროფის გამოძიებას გარკვეული დრო სჭირდება“, -აღნიშნა მან. ამასთან, გენერალური პროკურატურა ბროვარში ვერტმფრენის ავარიის ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს, - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა განაცხადა. „ამჟამად ტრაგედიის ადგილზე გამომძიებლები და ექსპერტები მუშაობენ. მიმდინარეობს სასწრაფო საგამოძიებო მოქმედებები. ამჟამად განვიხილავთ ვერტმფრენის ავარიის ყველა შესაძლო ვერსიას. წინასწარი გამოძიება დაევალა SBU-ს გამომძიებლებს“. -ამბობს გენპროკურორი. უკრაინაში კიევის ოლქის ქალაქ ბროვარიში, საბავშვო ბაღის სიახლოვეს ვერტმფრენი ჩამოვარდნისას, 18 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ამასთან, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო 26 ადამიანმა, მათ შორის 12 ბავშვია. "დღეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი და მისი პირველი მოადგილე, ნაციონალური პოლიციის ხელმძღვანელი ევგენი ენინი ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ, - ინფორმაციას უკრაინის ნაციონალური პოლიცია ავრცელებს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)