2023-01-17 22:19:45, 1160 ნახვა
საზოგადოება
Reuters - კლიმატის დამცველი გრეტა ტუნბერგი დააკავეს
კლიმატის დამცველი გრეტა ტუნბერგი სხვა აქტივისტებთან ერთად დააკავეს ნახშირის სოფელ ლუეტზერათის დანგრევის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დროს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
რეგიონის პოლიციის სამმართველოს სპიკერის თქმით, ჯერ-ჯერობით არ არის ნათელი თუ რა ბედი ეწევა ტუნბერგს, რომელიც გასულ კვირას შეუერთდა აქციას.
"გრეტა ტუნბერგი იყო აქტივისტების ჯგუფის ნაწილი, ის ჩვენ გავაჩერეთ და ამ ჯგუფთან ერთად გადავიყვანეთ უშუალო საფრთხის ზონიდან, მათი ვინაობის დადგენის მიზნით", - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
„გერმანია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამაბინძურებელია და ამაზე პასუხი უნდა აგოს“, - განაცხადა გრეტა ტუნბერგმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,