|
2023-01-17 19:29:03, 1835 ნახვა
ომი უკრაინაში
სანქციების საპასუხოდ, რუსეთმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებსა და ევროპარლამენტარებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტის საპასუხოდ, მოსკოვმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებსა და ევროპარლამენტარებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, რუსეთში შესვლა ასევე აეკრძალა ევროპის რამდენიმე მოქალაქეს, რომლებსაც მოსკოვი „სისტემატურ საზოგადოებრივ ანტირუსულ რიტორიკაში“ ადანაშაულებს. კერძოდ, დაზუსტებულია, რომ სიაში შეყვანილია „ევროპარლამენტის ცალკეული დეპუტატები“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპასუხო ზომები შეეხო ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს, სახელმწიფო და კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, რომლებიც აწარმოებენ და აწვდიან კიევს იარაღსა და სამხედრო აღჭურვილობას. თუმცა, განცხადების ტექსტს არ ერთვის იმ ადამიანების სრული სია, რომლებსაც რუსეთში შესვლა ეკრძალებათ. ევროკავშირის სანქციების მეცხრე პაკეტი გამოქვეყნდა და ძალაში 16 დეკემბერს შევიდა. შეზღუდვები შეეხო რუსეთში ექსპორტისთვის აკრძალული თვითმფრინავების პროდუქტების სიას - აიკრძალა თვითმფრინავის ძრავები და მათი ნაწილები, როგორც პილოტირებული, ასევე უპილოტო საჰაერო ხომალდებისთვის. გარდა ამისა, გადაწყდა ევროპაში მაუწყებლობის ლიცენზიების გაუქმება ოთხი რუსული ტელეარხისთვის - Channel One, REN TV, NTV Mir და Rossii 1. 100-ზე მეტი რუსი მოხვდა ევროკავშირის პირადი სანქციების ქვეშ, მათ შორის ვიცე-პრემიერი ტატიანა გოლიკოვა, ვიქტორია აბრამჩენკო, ალექსეი ოვერჩუკი, რამდენიმე ფედერალური მინისტრი, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე მაქსიმ ორეშკინი, ასევე სახელმწიფო დუმის დეპუტატები და ფედერაციის საბჭოს წევრები.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)