|
2023-01-17 18:26:26, 1746 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ევროკავშირის 18 მლრდ ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან 3 მილიარდი უკვე მიიღო
უკრაინამ ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან 3 მილიარდი ევრო უკვე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს. უკრაინის სახელმწიფო მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროკომისიის პრეზიდენტს და დასძინა, რომ უკრაინის ფინანსური სტაბილურობა გამარჯვებისთვის აუცილებელია. "უკრაინამ 18 მილიარდი ევროს მაკროფინანსური პროგრამიდან 3 მილიარდი ევრო მიიღო. მადლობელი ვარ ევროკავშირისა და პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენის ძლიერი მხარდაჭერისთვის. უკრაინის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აგრესორზე ერთობლივი გამარჯვებისთვის",- წერს ზელენსკი Twitter-ზე. ცნობისთვის, 2022 წლის ნოემბრის დასაწყისში ევროკავშირმა გამოთქვა სურვილი, რომ უკრაინისთვის 18 მილიარდ ევრომდე დახმარება გამოეყო. 6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ უნგრეთი უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფას ბლოკავდა. ამიტომაც, ბრიუსელმა „გეგმა B“-ის მომზადება დაიწყო, რათა უკრაინას, უნგრეთის თანხმობის გარეშე, ამ თანხების მიღება მაინც შესძლებოდა. დიპლომატები ასევე შეთანხმდნენ უნგრეთისთვის გამოყოფილი ევროკავშირის ბიუჯეტის 6,3 მილიარდი ევროს შეჩერებაზე. მოგვიანებით, უნგრეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარებისთვის ვეტო მოეხსნა. 2022 წლის 13 დეკემბერს, ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინის დახმარების გაწევას 18 მილიარდი ევროს ოდენობით.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)