|
2023-01-17 16:56:51, 1573 ნახვა
სამართალი
მოსამართლე მარიამ ჯიშკარიანს - უხეშად მიმართავთ მხარეს - დაგაჯარიმებთ და გაგაძევებთ სხდომათა დარბაზიდან
უხეშად მიმართავთ მხარეს - არ გაპატიებთ, დაგაჯარიმებთ და გაგაძევებთ სხდომათა დარბაზიდან, - ასე მიმართა მოსამართლე გიორგი არევაძემ წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობს. მოსამართლემ ჯიშკარიანს შენიშვნა მას შემდეგ მისცა, რაც "ემპათიას" ხელმძღვანელმა ბრალდების მხარის წარმომადგენელს არასათანადოდ მიმართა. "ქ-ნო მარიამ, გაფრთხილებთ, წეღან მგონი კარგად ვერ აგიხსენით და ვერ გაგაგებინეთ, რომ პროცესის ყველა მონაწილის მიმართ უნდა იყოთ კორექტული და პატივისცემით ესაუბრებოდეთ. დაახლოებით, 40 წუთი თქვენს რეგალიებზე გვესაუბრეთ და უხეშად მიმართავთ მხარეს. ამას არ გაპატიებთ, დაგაჯარიმებთ, გამიგეთ? დაგაჯარიმებთ და თუ იქამდე მივიდა ეს საქმე, რომ კიდევ გაგრძელდა, გაგაძევებთ სხდომათა დარბაზიდან. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ როგორც ჩანს, ასე პირდაპირ მომიწევს მითითება, გასაგებია? ასე რომ "კიდევ მიიღებს" და ვინ რას "მიიღებს" - ამ ტერმინებით ნუ საუბრობთ", - მიმართა გიორგი არევაძემ მარიამ ჯიშკარიანს. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე მსჯელობს. პროცესზე დღეს ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმი ჯეიმს კობი დაიკითხა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)