|
2023-01-17 09:18:05, 1357 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - კრემლი „ვაგნერის“ ხელმძღვანელის გავლენის შერყევას ცდილობს
კრემლი ცდილობს შეარყიოს Wagner PMC-ის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის გავლენა,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, პრიგოჟინს საჯაროდ ადანაშაულებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ვაგნერს შორის კონფლიქტის განზრახ გაშუქებაში. "კრემლი აგრძელებს საჯაროდ კამათს ვაგნერის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის პრეტენზიებზე, რომ 12 იანვარს დონეცკის რეგიონში სოლედარის დაკავებაზე მხოლოდ ვაგნერის ჯარები იყვნენ პასუხისმგებელი. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფრონტის ხაზზე წარმატება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიაწერა. პუტინის განცხადება პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტელევიზიით და სავარაუდოდ, ეს იყო მიზანმიმართული მცდელობა შეარყიოს პრიგოჟინის გავლენა რუსულ მედია სივრცეში, იმის გათვალისწინებით, რომ პუტინი მანამდე თავს იკავებდა ტაქტიკურ მიღწევებზე კომენტარისგან",- აღნიშნავენ ISW-ში. ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ პუტინი ცდილობდა ეჩვენებინა, რომ ის ინარჩუნებს კონტროლს ტრადიციულ რუსულ მედიაზე, ხოლო პრიგოჟინი აგრძელებს აუდიტორიის ზრდას Telegram-სა და სხვა სოციალურ ქსელებში. ამასთან, ექსპერტების თქმით, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ირიბად დაადანაშაულა პრიგოჟინი რუსეთის საინფორმაციო სივრცეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და ვაგნერს შორის კონფლიქტის განზრახ გაშუქებაში. "პესკოვმა, რომელიც ცდილობს უარყოს ცნობები პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის მიმდინარე კონფლიქტის შესახებ განაცხადა, რომ ეს ცნობები არის „ინფორმაციული მანიპულაციის პროდუქტი“. შესაძლოა ეს მიმართული იყოს პრიგოჟინის წინააღმდეგ, რომლის კრიტიკა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართ სულ უფრო თავხედური ხდება", - ნათქვამია მოხსენებაში. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაგნერის PMC-ის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს ძირითადად რუსეთის ძალაუფლება აქვს მინდობილი, ძირს უთხრის პუტინის რეჟიმს და სურს შექმნას საკუთარი პოლიტიკური ძალა, რომლის მიზანიც იქნება რუსეთის იმპერიის აღორძინება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)