|
2023-01-17 09:03:58, 1343 ნახვა
ომი უკრაინაში
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთისთვის აკრძალვების დაწესებით ძალიან შორს არ უნდა წავიდეთ
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ალექსანდრე შალენბერგის თქმით, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობაში პროპორციის გრძნობა შეინარჩუნოს, რადგან ის ევროპული ისტორიისა და კულტურის ნაწილად დარჩება. "რუსეთმა წამოწყებული აგრესიის სასტიკი ომი გიჟურია. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომდევნო დღეს, მომდევნო კვირაზე და თვეებზე", - თქვა შალენბერგმა და განმარტა, რომ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა უნდა შეიცავდეს რუსეთს, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი და ბირთვული ძალა. როგორც შალენბერგმა პარიზში საფრანგეთის მეცნიერებათა უნივერსიტეტის კონფერენციაზე აღნიშნა, ეჭვგარეშეა უკრაინის სრული მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში. ”ჩვენ არ უნდა წავიდეთ ძალიან შორს, მაგალითად, 144 მილიონი რუსისთვის სავიზო აკრძალვის დაწესებით. ეუთო არის ერთ-ერთი დარჩენილი ადგილიდან, სადაც რუსი დიპლომატები იძულებულნი არიან დასხდნენ და მოისმინონ ჩვენი არგუმენტები, ჩვენი მკვეთრი კრიტიკა რუსეთის აგრესიული ომის შესახებ“, - თქვა შალენბერგმა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი დმიტრო კულება კი თვლის, რომ ეუთოს გადარჩენის ერთადერთი გზა არის რუსეთის მოშორება მის შემადგენლობაში, ასევე აგრესორ ქვეყანას ჩამოერთვას შესაძლებლობა მოახდინოს გავლენა პროცესებზე ან გადაწყვეტილებებზე.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)