15:19 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 17:13:35, 831 ნახვა

პოლიტიკა
დაიწყეთ თუ არა მოკვლევა ყვარელში მომხდარ ფაქტზე - სამი დეპუტატი საგამოძიებო სამსახურსა და შსს-ს კითხვით მიმართავს

პარლამენტის სამმა დეპუტატმა - თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ და ანა ბუჩუკურმა, ყვარელში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კითხვით მიმართეს. 

დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ლევან ბერძენიშვილს კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების უფლება შეეზღუდა, შესაბამისად, უნდა გაიცეს პასუხი კითხვაზე "დაიწყო თუ არა უწყებამ მოკვლევა". 

"მერამდენედ ხდება, როცა ეს ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებენ თავიანთ ჩანაფიქრს ისე, რომ შსს ამას უყურებს და ხელს არ უშლის. შესაბამისად, სამმა დეპუტატმა მე, ხათუნა სამნიძემ და ანა ბუჩუკურმა მივმართეთ ახლად შექმნილ საგამოძიებო სამსახურს, ასევე შსს-ს, დაიწყეს თუ არა მოკვლევა ამ ფაქტზე. ასევე საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო თუ არა გამოძიება, რადგან ლევან ბერძენიშვილს შეეზღუდა კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების უფლება, ხოლო აუდიტორიაში შეკრებილ სტუდენტებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ ამ უფლებების დასაცავად ვერ ვნახეთ პოლიციელთა ქმედებები. ჩანს, რომ ეს არის ტენდენცია 5 ივლისიდან მოყოლებული, როცა შსს ძალადობრივ, პრორუსულ ექსტრემისტულ ჯგუფებს აძლევს თავისუფალი მოქმედების საშუალებას ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ და ამ დროს პოლიციელებმა, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, არაფერი გააკეთეს ადამიანთა კონსტიტუციური უფლებების დასაცავად", - განაცხადა აქუბარდიამ.

როგორც „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, სამართალდამცავებს არაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ ლევან ბერძენიშვილის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ყოფილი, რაც დასტურია, რომ "მარგინალურ ჯგუფებს მწვანე შუქი აქვთ ხელისუფლებისგან" 

"ეს მარგინალური ჯგუფები არ მოქმედებენ დამოუკიდებლად და მათ აქვთ მწვანე შუქი ხელისუფლებისგან, თავად ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ არაფერი გაუკეთებია პოლიციას იმისთვის, რომ ის შეეყვანათ დარბაზში და ჩატარებულიყო ლექცია, რაც ადასტურებს, რომ თავად პოლიციამ დაარღვია კანონი და არ იმოქმედა იმისთვის, რომ შემდგარიყო ეს ლექცია და ამ მარგინალურ ჯგუფს არ ჰქონოდა შესაძლებლობა ა ამ ადამიანების შეკრება",- დასძინა სამნიძემ. 

შეგახსენებთ, რომ 15 იანვარს ყვარელში, ევრო-ატლანტიკურ ცენტრში, სადაც პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილს ლექცია უნდა ჩაეტარებინა, რაიონებიდან ჩამოყვანილმა პირებმა გზა გადაუკეტეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics