|
2023-01-16 14:50:13, 2152 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - სამხედრო ტექნიკის მიწოდებით სიტუაცია მხოლოდ გაჭიანურდება და უკრაინას მეტ უბედურებას მოუტანს
კიევში დასავლური ჯავშანტექნიკის მიწოდება გავლენას არ მოახდენს სპეცოპერაციის მიმდინარეობაზე და უფრო მეტ უბედურებას მოუტანს თავად უკრაინას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, მოსკოვს ეჭვი ეპარება, რომ დასავლეთს უკრაინელი ხალხის ბედი და მათი მომავალი აინტერესებს. „დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, სხვა ევროპული ქვეყნები, რომლებიც ახლა საუბრობენ თავიანთ განზრახვაზე, მოაწყონ ახალი რაუნდი უკრაინისთვის ახალი, უფრო ტექნოლოგიურად მოწინავე სამხედრო ტექნიკის მიწოდების მიზნით, არ შეუძლიათ ადგილზე სიტუაციის შეცვლა. მხოლოდ შეუძლიათ ამბავი გააჭიანურონ და მეტი უბედურება მოუტანონ უკრაინის სახელმწიფოს. ისინი [დასავლეთის ქვეყნები] იყენებენ ამ ქვეყანას, როგორც იარაღს თავიანთი ანტირუსული მიზნების მისაღწევად", - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის სპიკერმა. პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ კრემლი "ძალიან უარყოფითად" იღებს დასავლური ტანკების კიევში მიწოდებას, მათ შორის ბრიტანულ Challenger 2-ს, მაგრამ მისივე თქმით, ტექნიკა განადგურდება რუსი სამხედროების მიერ. "სპეციალური სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება. ეს ტანკები იწვის და დაიწვება ისევე, როგორც დანარჩენი. სპეცოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება და მიიღწევა", - დასძინა პესკოვმა. ბრიტანეთის მთავრობამ უკრაინისთვის ესკადრილიის გადაცემის გეგმები დაადასტურა, რომლის მიხედვითაც კიევს მიაწვდის 14 ძირითად საბრძოლო ტანკს Challenger 2-სა და 30 თვითმავალ საარტილერიო დანადგარს 155 მმ AS90 კალიბრით.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)