|
2023-01-16 08:43:56, 1691 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლნტენბერგი - საბრძოლო აღჭურვილობის შესახებ ბოლო დაპირები მნიშვნელოვანია, ახლო მომავალში მეტის გადაცემას ვგეგმავთ
ახლო მომავალში უკრაინას დასავლეთის ქვეყნებიდან მეტი მძიმე შეიარაღების მიწოდების მოლოდინი შეუძლია ჰქონდეს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. "მძიმე საბრძოლო აღჭურვილობის შესახებ ბოლო ხანებში გამოთქმული დაპირები მნიშვნელოვანია - და ახლო მომავალში მე ამას კიდევ ველოდები", - ამბობს სტოლნტენბერგი. „მძიმე საბრძოლო აღჭურვილობის შესახებ ბოლო დაპირებები მნიშვნელოვანია - და ახლო მომავალში მე უფრო მეტს ველოდები“, განუცხადა სტოლტენბერგმა გაზეთ Handelsblatt-ს. სტოლტენბერგმა კომენტარი გაკეთდა ამ კვირაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის წინ, რომელიც კოორდინაციას უწევს კიევისთვის იარაღის მიწოდებას გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე. „ჩვენ ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. „აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას სჭირდება მოსაგებად". სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეცდომა დაუშვა უკრაინაზე თავდასხმით. „მან გადაჭარბებულად შეაფასა საკუთარი შეიარაღებული ძალების ძალა. ჩვენ ვხედავთ მათ გადაცდომებს, მორალის ნაკლებობას, ლიდერობის პრობლემებს, ცუდ აღჭურვილობას“, - თქვა მან. მაგრამ მისივე თქმით, რუსებმა „აჩვენეს, რომ მზად არიან მძიმე დანაკარგები მიიღონ თავიანთი მიზნების მისაღწევად“. ცნობისთვის, ამ თვის დასაწყისში საფრანგეთი, გერმანია და შეერთებულმა შტატები უკრაინას დაჰპირდნენ ფრანგულ AMX-10 RC მსუბუქ ტანკებს, 40 გერმანულ Marder-ის ქვეით მანქანას და 50 ბრედლის საბრძოლო მანქანას. შაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა პირობა დადო, რომ უკრაინას 14 ტანკს „ჩელენჯერ 2“ მიაწვდის, რომლითაც გახდება პირველი დასავლური ქვეყანა, რომელიც მიაწოდებს იმ მძიმე ტანკებს, რომლებსაც კიევი ითხოვს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)