15:19 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-15 13:44:58, 1057 ნახვა

პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაცია თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას დაუჭერს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაცია პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მხარს ნიკა მელიას დაუჭერს. ამის შესახებ გიორგი კილაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის"​ თითოეული წევრისთვის დღეს პირველი საზრუნავი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და 2023 წელს საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებაა.

"ყველასთვის ცნობილია რა პროცესებში მიმდინარეობს პარტიაში. დღეს ქუთაისის ორგანიზაციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სახელით, მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ, პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და ვუსურვოთ წარმატებები არჩევნებში. მიგვაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თითოეული წევრისთვის დღეს პირველი საზრუნავი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და 2023 წელს საქართველოში ოლიგარქიული რეჟიმის დასასრულია. ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს ქუთაისში უხელმძღვანელებს, გაგა მანაგაძე, ხოლო საორგანიზაციო მდივანი აღნიშნული შტაბის იქნება პაატა ღაჭავა", - განაცხადა გიორგი კილაძემ.

ცნობისთვის, 9 ნოემბერს, ირაკლი ნადირაძემ რეგიონულ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი პარტიაში შიდა არჩევნების ჩატარებასა და ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს.

ამის საპასუხოდ, პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ თქვა, რომ ეს იყო ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც "შორსმიმავალი გეგმები" აქვს, თუმცა მზადაა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიასთან დაპირისპირებაში მყოფმა გიორგი მუმლაძემ. აღსანიშნავია, რომ თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას გეგმავდა გიორგი ჩალაძეც, თუმცა მისი კანდიდატურა წარდგენიდან მალევე მოხსნა. 

12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობისთვის ნონა მამულაშვილიც იბრძოლებდა, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ პარტიაც და პარლამენტიც ოფიციალურად დატოვა იმ მოტივით, რომ "პარტიას სიახლე და გაჯანსაღება არ ეტყობოდა". 

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics