08:14 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-14 17:57:01, 1432 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და გენშტაბის ხელმძღვანელი შავ სიაში შეიყვანა

რუსეთმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი და ბრიტანეთის გენერალური შტაბის უფროსი პატრიკ სანდერსი შავ სიაში შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სამინისტრომ სიაში ასევე შეიყვანა მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი, სამართალდამცავი უწყებების და გაერთიანებული სამეფოს ჟურნალისტური კორპუსის წარმომადგენლები. 

"გადაწყდა, რომ რუსეთის „სტოპ სიაში“ დამატებით შევიდეს მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრი, სამართალდამცავი უწყებების და გაერთიანებული სამეფოს ჟურნალისტური კორპუსის წარმომადგენლები. 

კერძოდ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯ. კლევერლი, რეგიონების, საბინაო, თემებისა და ადგილობრივი ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მინისტრი მაიკლ გოუვი, ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერი ო. დოუდენი. მინისტრი პორტფელის გარეშე ნ. ზაჰავი, გენერალური შტაბის უფროსი პ. სანდერსი, ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელობის წარმომადგენლები და კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი",- აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics