08:13 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-14 13:41:49, 1467 ნახვა

მსოფლიო
უკრაინისადმი არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, გერმანიის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა საკუთარი ნებით გადადგომა გადაწყვიტა, წერს Bild რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.

გადადგომის თარიღის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ხელისუფლება სამხედრო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე ახალ კანდიდატს ეძებს, აღნიშნავს გაზეთი.

ლამბრეხტს საყვედურობდნენ კიევისთვის არასაკმარისი მხარდაჭერისთვის. მას ასევე ადანაშაულებდნენ არმიის რეფორმის გაჭიანურებაში, გერმანიის სამხედრო საცავებში საბრძოლო მასალისა და რაკეტების ნაკლებობაში.

გერმანული მედიის ცნობით, ბოლოს ის გააკრიტიკეს საახალწლო ვიდეოზე წლის შედეგებით, რომელიც მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ვიდეოში უკრაინა ნახსენები არ იყო. „ომი მძვინვარებს შუა ევროპაში. და ეს ნიშნავდა ჩემთვის უამრავ განსაკუთრებულ გამოცდილებას, რომლის მიღებაც შევძელი. ბევრი,  შეხვედრა მქონდა საინტერესო, შესანიშნავ ადამიანებთან“, - ამბობს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ვიდეოში. ფედერალურ მთავრობას ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, გასული წლის აპრილში, გერმანიის ბუნდესტაგმა უმრავლესობით დაამტკიცა უკრაინას მძიმე იარაღისა და დახვეწილი იარაღის სისტემების მიწოდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics