10:47 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 17:04:20, 1231 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა ენმ-ს არჩევნებზე - ემანდ არ დაიჩაგროს ჩემი ხაბე, უნდა გაიმარჯვოს სიმართლემ, კომპეტენციამ, დნმ-ის კოდმა

"ამათზე სერიოზულად ვერ ვილაპარაკებთ. ემანდ არ დაიჩაგროს ჩემი ხაბე, უნდა გაიმარჯვოს სიმართლემ, კომპეტენციამ, დნმ-ის კოდმა, ასე რომ მე წარმატებას ვუსურვებ.", - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დაგეგმილ პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებს, რომელიც 28-29 იანვარს გაიმართება.

მისივე თქმით, ყველა ლიდერმა, რომელიც წარდგენილია კანდიდატის სახით, უნდა დაიცვას სამართლიანი არჩევნების უფლება და არჩევნები კონკურენციულ გარემოში უნდა წარიმართოს.

ერთი მინდა გავაფრთხილო, რომ ჩვენ ვაკვირდებით და იმ შემთხვევაში, თუ იქნება გაყალბება, ხელების გადაგრეხა, მოსყიდვა, დაშინება ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების, იცოდეთ, ლეგიტიმაციას დავსვამთ კითხვის ნიშნის ქვეშ და შევშფოთდებით, აღვშფოთდებით. ასე რომ, მოვუწოდებ ყველა ლიდერს ნაციონალურ მოძრაობაში, ვინც მონაწილეობას იღებს ამ არჩევნებში, რომ დაიცვან სამართლიანი არჩევნების უფლება, კონკურენციულ გარემოში უნდა ჩატარდეს. რაც შეეხება სერიოზულად, ამათზე სერიოზულად ვერ ვილაპარაკებთ. მე მყავს ჩემი არჩევანი, უბრალოდ ეს ჩამეთვლება, რომ გავლენა მაქვს რაღაც, ამიტომ თავს შევიკავებ, თუმცა ცნობილია, ფაქტია, ემანდ არ დაიჩაგროს ჩემი ხაბე, უნდა გაიმარჯვოს სიმართლემ, კომპეტენციამ, დნმ-ის კოდმა, ასე რომ მე წარმატებას ვუსურვებ.

შეგახსენებთ, რომ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მას ნაციონალური მოძრაობის დნმ აქვს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics