|
2023-01-13 12:47:47, 1126 ნახვა
მსოფლიო
შვედეთში უდიდესი საბადო აღმოაჩინეს - ევროპაში მსგავსი მეტალები არ მოიპოვება
შვედეთში აღმოაჩინეს იშვიათი მეტალების უდიდესი საბადო, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას მობილური ტელეფონებისა და რაკეტების წარმოებისათვის. ამჟამად ევროპაში მსგავსი მეტალები არ მოიპოვება. შვედი მინისტრი მიესალმა აღმოჩენას და დასძინა, რომ საბადო შეიძლება გამოყენებული იქნას ევროკავშირის მიერ ჩინეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად. 2021 წელს ევროკავშირში გამოყენებული იშვიათი მეტალების დაახლოებით 98% ჩინეთიდან იყო იმპორტირებული. გავრცელებული ინფორმაციით, შვედეთში აღმოჩენილ საბადოში მილიონ ტონაზე მეტი მეტალი ინახება. ამ მეტალებზე მოთხოვნა 2030 წლისთვის, სავარაუდოდ, ხუთჯერ გაიზრდება. "ლითიუმი და იშვიათი მეტალები მალე უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ვიდრე ნავთობი და გაზი". - თქვა ევროკავშირის შიდა ბაზრის კომისარმა, ტიერი ბრეტონმა გასულ წელს. ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შვედეთის ენერგეტიკის მინისტრმა ება ბუშმა თქვა, რომ ევროკავშირი "ზედმეტად არის დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე ამ მასალებისთვის" და დაჟინებით მოითხოვდა ცვლილებას. თუმცა, ახლად აღმოჩენილი ნედლეული შესაძლოა ბაზარზე 10-15 წლამდე ვერ მოხვდეს, რადგან გარემოსდაცვითი რისკის შეფასების გამო ნებართვის პროცესებს დრო სჭირდება, თუმცა კომპანია LKAB-ის აღმასრულებელი დირექტორი, იან მოსტრომი სახელმწიფოს პროცესების დაჩქარებისკენ მოუწოდებს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)