|
2023-01-13 11:27:43, 1528 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთის საგარეო - უკრაინასთან მოლაპარაკებები შუამავლების გარეშე უნდა გაიმართოს
რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები, თუ განახლდება, სავარაუდოდ, პირდაპირი იქნება, შუამავლების გარეშე - ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე განყოფილების დირექტორმა, ალექსეი პოლონჩუკმა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა. საგარეო უწყების მაღალჩინოსნის თქმით, თუ მოლაპარაკებებში დასავლელი შუამავლები ჩაერთვებიან, ისინი საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე იმოქმედებენ. „თუ და როცა ეს კონტაქტები განახლდება, ისინიც, დიდი ალბათობით, პირდაპირი იქნება - ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, დასავლელი შუამავლები, საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ცდილობენ, გავლენა მოახდინონ მოლაპარაკებების მსვლელობაზე და მოქმედებენ ისე, რომ არ გადაწყდეს კონფლიქტი... აქამდე უკრაინელებთან მხოლოდ უშუალოდ გვქონდა კომუნიკაცია იმ პლატფორმების გამოყენებით, რომლებიც მოწოდებული გვქონდა, რასაც ძალიან ვაფასებთ. გასული წლის თებერვალ-აპრილში, რუსეთ-უკრაინული დიალოგის სამი რაუნდი გაიმართა ბელარუსში, ერთი კი თურქეთში. თითქმის ყოველდღიური კონტაქტები ხდებოდა ვიდეობმულით - ეს იყო პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინელებთან", - აცხადებს პოლონჩუკი. შეგახსენებთ, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკების რამდენიმე უშედეგო რაუნდი გაიმართა. მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი, ვლადიმერ პუტინმა უკრაინელებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისკენ მოუწოდა და განმარტა, რომ რუსეთი უკრაინასთან მის შემადგენლობაში შესული ტერიტორიების შესახებ აღარ ისაუბრებდა, რადგან ხალხმა "თავისი არჩევანი უკვე გააკეთა". გასული წლის 30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა დაამტკიცა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, უკრაინა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებს ვერ აწარმოებს. ოქტობრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის კვლავაც მზად იყო. ნოემბრის დასაწყისში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულაზე“ ისაუბრა, რაზეც ლავროვმა თქვა, რომ „კიევის მიერ შემოთავაზებული ფორმულის საფუძველზე, მოსკოვი არავისთან საუბარს არ აპირებს“.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)