|
2023-01-13 09:03:58, 1334 ნახვა
ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთმა ბახმუტსა და სოლედართან, სავარაუდოდ, 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა
რუსეთმა ბახმუტსა და სოლედართან, სავარაუდოდ, 20 000-მდე ჯარისკაცი დაკარგა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა. მისი თქმით, თავად რუსეთი დანაკარგებს არ ითვლის და მათთვის უბრალოდ პრინციპის საკითხია, რომ რაიმე დაიპყრონ. „შეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, თუ რა ზარალი აქვს ამ მიმართულებით რუსულ ჯარს, მაგრამ ეს არ არის ათასი და ორი - ეს არის 10, 15 ან თუნდაც 20 ათასი ბახმუტზე და სოლედარზე შეტევის მთელი პერიოდის განმავლობაში. ისინი არ ითვლიან დანაკარგებს. მათთვის პრინციპის საკითხია, რომ რაიმე დაიპყრონ, რათა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შესაძლებელი გახდეს იმის თქმა, რომ პირობითად აიღეს ქალაქ სოლედარის ჩრდილოეთი გარეუბნები, რომ სასტიკ ბრძოლებს აწარმოებენ სოლედარის ცენტრში, რომ ეს მოაგვარებს საკითხს შემდეგ უკრაინა დაეცემა",- განაცხადა პოდოლიაკმა. პოდოლიაკის თქმითვე, შიდა აუდიტორიისთვის რუსები უკვე ერთი კვირაა საუბრობენ ეფექტურ პროგრესზე ბახმუტისა და სოლედარის მიმართულებით. "მაგრამ მე ხაზს ვუსვამ, რომ ეს ასე არ არის - რუსები იბრძვიან ისევე, როგორც ადრე - ისინი სოლედართან ძალების დიდი რაოდენობის კონცენტრირებას ახორციელებენ, მაგრამ ეს არ გამოიწვევს ომში გარდატეხას. ერთადერთი, რის გამოც ვწუხვარ, არის ჩვენი ბიჭების რაოდენობა, რომლებსაც მინუს 17 გრადუს ყინვაში ავტომატების ხელში ჭერა დღეების განმავლობაში უწევთ, ძნელია, ჩვენ ხალხს ვკარგავთ, მაგრამ რუსეთი ვეღარ შეძლებს ამ ომის დინების თავის სასარგებლოდ შემობრუნებას",- დასძინა პოდოლიაკმა. შეგახსენებთ, რომ მანამდე რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისმა ძალებმა სოლედარის აღება დაასრულეს. ქალაქის აღების შესახებ ინფორმაციას უარყოფს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, "დონეცკის მიმართულება დგას და ბრძოლა გრძელდება". სოლედარის შესახებ ცნობებს ავრცელებს CNN-იც, რომლის გადამღები ჯგუფიც ქალაქთან ახლოს იმყოფება. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, უკრაინა სოლედარში მძიმე ბრძოლებს აგრძელებს, უკან დახევის ნიშნები არ არის.
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)