09:21 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-13 09:04:53, 1535 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ საქმიანობის განეიტრალებაზე მუშაობს

ამერიკის შეერთებული შტატები რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ საქმიანობის განეიტრალებაზე მუშაობს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა დერეკ ჩოლემ განაცხადა. 

 ბელგრადში სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან მოლაპარაკების დროს, დერეკ ჩოლემ აღნიშნა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება იმ ფაქტს, რომ „ვაგნერი“ ცდილობს მეომრებიდ დაქირავებას სერბეთიდან და სხვა ქვეყნებიდან და ამის დაშვება შეუძლებელია.

„არ ვიცი, არის თუ არა შეშფოთება (სერბეთში - რედ.), ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს შეშფოთებაზე და მოუთმენლად ველით მთავრობასთან ერთად მუშაობას აქ, ბელგრადში და სხვა ადგილებში, სადაც „ვაგნერი“ აქტიურია, რათა ზღვარი დავუყენოთ მის საქმიანობას“, - ხაზგასმით აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველმა.

მისი თქმით, „ვაგნერი“ „საშინლად მოქმედებს მთელ მსოფლიოში, იქნება ეს ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში თუ უკრაინაში“. გარდა ამისა, ჩოლემ სერბეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ გვჯერა, რომ ქვეყნებმა ხელი უნდა მოაწერონ სანქციებს, რადგან რუსეთის ქმედებები არა მხოლოდ უნდა იყოს დაგმობილი, არამედ დასასჯელი. რუსეთი ყოველდღიურად აწარმოებს სასტიკ, გაუმართლებელ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ ასეთი ქცევა მიუღებელია.", - დასძინა მან. 

ცნობისთვის, „ვაგნერის“ სამხედრო სამეთაურო ცენტრის მებრძოლები ამჟამად უკრაინაში რუსული ჯარების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით მეოთხედს შეადგენენ. ერთ-ერთი დასავლური სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, „ვაგნერის ჯგუფის“ როლი რუსეთის სამხედრო კამპანიაში უკრაინის წინააღმდეგ მუდმივად იზრდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics