10:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 14:44:17, 1080 ნახვა

საზოგადოება
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სეიმურ ჰაზი საქართველოში არ შემოუშვეს - მაქვს კრიტიკული პოზიცია და ვფიქრობ, ეს გახდა ამის მიზეზი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სეიმურ ჰაზი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. 

ჟურნალისტი აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ არსებულ კრიტიკულ პოზიციას უკავშირებს.  

როგორც სეიმურ ჰაზი ტელეკომპანია "ფორმულასთან" საუბარში აღნიშნავს, ილჰამ ალიევის რეჟიმი მას ყოველთვის დევნიდა. გარდა ამისა, ის ხშირად თანამშრომლობდა აზერბაიჯანელ ჟურნალისტ აფგან მუხთარლთან.

"ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უარი მითხრეს ქვეყანაში შემოსვლაზე. მე ვარ ჟურნალისტი, მაქვს კრიტიკული პოზიცია და ვფიქრობ, სწორედ ეს გახდა ამის მიზეზი. საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლება ძალიან ახლო ურთიერთობაშია და სხვა ვერაფერს ვიფიქრებ, ეს არის შეთანხმებული მოქმედება, სხვა მიზეზი არ ვიცი. მე და მუხთარლი ერთად ვმუშაობდით, ეს საქმეები ერთმანეთს ჰგავს", - ამბობს ჟურნალისტი.

სეიმურ ჰაზი ოპოზიციური გაზეთის ჟურნალისტი იყო, რის გამოც აზერბაიჯანული რეჟიმი მას ყოველთვის დევნიდა.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ.

12 დეკემბერს რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი, ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს.

18 სექტემბერს არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი, რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა.

შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც. რომანოვი თვლის, რომ ქვეყანაში არ შემოშვების მიზეზი შემოდგომაზე გადაღებული სიუუჟეტი იყო, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობას ეხებოდა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics