|
2023-01-12 13:49:32, 1856 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ბერაია თემურ ჯანაშიას - ეგ თქვენ მალავდით ისკანდერის ნაწილებს, სტრასბურგში და ჰააგაში პროცესები რომ არ მოგვეგო
ცდილობთ უკრაინის თემაც სპეკულაციურად და ამაზრზენად გამოიყენოთ, არადა თქვენი ბელადის დედას თუ დავუჯერებთ, პირველ რიგში რუსების პოზიცია გაინტერესებთ და მასალებსაც მშვენივრად იღებენ ოკუპანტებისგან თქვენი ტელევიზიები - პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია „ნაცმოძრაობის“ დეპუტატს თემურ ჯანაშიას პასუხობს, რომლის თქმით, პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წინ, რუსული სტრატეგიული ბომბდამშენის ფრაგმენტია, რომელიც უკრაინული წარმოების "ბუკით" არის ჩამოგდებული. ბერაიას თქმით, "ნაცმოძრაობის" ხელისუფლება მალავდა ისკანდერის ნაწილებს, სტრასბურგში და ჰააგაში პროცესები რომ არ მოგვეგო. ბუკებს რაც შეეხება, დიდი ფულია მაგ ბუკებში გადახდილიც, ნაჭამიც. მისივე თქმით, ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის ფრთის ფრაგმენტი ქართული ჯარის გმირობის ერთ-ერთი სიმბოლოა და ამიტომაცაა კომიტეტის სივრცეში გამოფენილი. „ეგ თქვენ მალავდით ისკანდერის ნაწილებს, სტრასბურგში და ჰააგაში პროცესები რომ არ მოგვეგო! ჩამოგდებული რუსული ბომბდამშენის ფრთის ფრაგმენტი ქართული ჯარის გმირობის ერთ-ერთი სიმბოლოა და ამიტომაც გვაქვს კომიტეტის სივრცეში გამოფენილი. ეგ იცით და მაგით სპეკულირებასაც კადრულობთ! ყველა უნიჭო და ბოროტი პიარსვლა უკან გიტრიალდებათ და ჭკუა მაინც ვერ ისწავლეთ! კიდევ თქვენს მიერ გაღმა შედავებისთვის გამოგონილ რუსულ თემას აწვებით, ცდილობთ უკრაინის თემაც სპეკულაციურად და ამაზრზენად გამოიყენოთ, არადა თქვენი ბელადის დედას თუ დავუჯერებთ, პირველ რიგში რუსების პოზიცია გაინტერესებთ და მასალებსაც მშვენივრად იღებენ ოკუპანტებისგან თქვენი ტელევიზიები…“ - წერს ირაკლი ბერაია Facebook-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)