10:20 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 13:40:24, 898 ნახვა

საზოგადოება
მერია - დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება

დედაქალაქში და მის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოები  გრძელდება. თბილისის მერიის ცნობით, მიმდინარე დღეების განმავლობაში უკვე 1000 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა. 

შპს „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელის, დავით ფაჩულიას თქმით, ამ ეტაპზე პრიორიტეტად რჩება ცენტრალური ქუჩებისა და გამზირების გაწმენდა.

„პრიორიტეტულია ცენტრალური ქუჩების და გამზირების გაწმენდა, რათა შეუფერხებლად იმოძრაობს მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. რაც შეეხება მეორეხარისხოვან ქუჩებს და ჩიხებს, „თბილსერვის ჯგუფი“ აქტიურად თანამშრომლობს საპატრულო პოლიციასთან და სატრანსპორტო კომპანიასთან, ასევე, ოპერატიულად რეაგირებს   ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ.

მერიის ინფორმაციით, გზების გაწმენდის სამუშაოებში ჩართულია 200-მდე თანამშრომელი და სამი ათეული სპეციალური ტექნიკა. 

თბილისის მერია მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან, თუ მას არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები.

პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს „თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზი - 2 61 90 50, 2 72 22 22





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics