2023-01-11 13:15:40, 751 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა - ადგილზე მუნიციპალური სამსახურები მუშაოებენ
სამეგრელოში სტიქიურმა მოვლენებმა პრობლემები შექმნა. ქარმა წააქცია მრავალწლოვანი ხეები, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა, რამდენიმე მუნიციპალიტეტში ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.
სტიქიამ ზუგდიდის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში ასევე დააზიანა რამდენიმე კერძო სახლის სახურავის ნაწილიც. მუნიციპალიტეტების ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ ზარალის დათვლა ჯერ არ მომხდარა.
ყველა შესაბამის ადგილზე მუნიციპალური სამსახურები და "ენერგო პრო ჰოლდინგის" ბრიგადები მუშაობენ.
ადგილზე ვითარებას მოადგილეებთან ერთად ეცნობა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,