|
2023-01-11 10:25:09, 870 ნახვა
პოლიტიკა
ღუდუშაური - ხალხს აუხსნან, როგორ უნდა მისცე საბრძოლო ტექნიკა უკრაინას, როდესაც საქართველო პირისპირაა დარჩენილი რუსეთთან
მოდი, ყველამ თავი დაანებოს ჩვენ ქვეყანას, ეს რა თქმა უნდა, სააკაშვილს აღარ ეხება, რადგან მან მოქმედებითაც დაადასტურა, რომ არანაირი კავშირი არ აქვს, არც ხალხთან და არც ქვეყანასთან, რომლის მოქალაქეც იყო, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემის თემაზე გავრცელებულ განცხადებას. ალუდა ღუდუშაურის თქმით, გარკვეული პოლიტიკოსები „კუმ ფეხი გამოყოს“ სიტუაციაში არიან და ცდილობენ, რომ თავი გამოიჩინონ. „თანამედროვე ტექნოლოგია იძლევა საშუალებას და საკუთარი სახლებიდან როგორმე გაზომონ, რა მანძილზე დგას ოკუპანტის საბრძოლო ტექნიკა. ამ ვითარებაში გამოლაგდებიან...თურმე ამ ვითარებაში უნდა ადგე და შენი საბრძოლო ტექნიკა მიაწოდო უკრაინას. ვქვით, რომ ჩვენ ვართ უკრაინის, სიმართლის მხარეს და ვუსურვებთ მშვიდობას, ვუსურვებთ გამარჯვებას. ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლების განცხადებებს მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში ჩვენ განცხადებებით არ ვპასუხობდით, გვესმის კარგად, რა მძიმე მდგომარეობაში არიან, მაგრამ ეს პოლიტიკოსები და ვიღაცები „კუმ ფეხი გამოყოს“ სიტუაციაში არიან და ცდილობენ, რომ თავი გამოიჩინონ, იმიტომაც აქვთ ზოგს ნული, ზოგს ერთპროცენტიანი მხარდაჭერა. საკუთარი ქვეყნის მტრობას თავი დაანებონ და ხალხს აუხსნან ის, როგორ უნდა მისცე საბრძოლო ტექნიკა უკრაინას, როდესაც შენი ქვეყანა პრაქტიკულად პირისპირაა დარჩენილი რუსეთთან, რამდენიმე კილომეტრში და ოცი პროცენტი არის ოკუპირებული. იქნებ აზრი დაატანო და ცოტა გონებას მოუხმონ ყველამ და გაიაზრონ, რომ ბუჩა სანამ იქნებოდა, ჩვენთან იყო ეგ ყველაფერი. დიახ, ჩვენ ვიყიდეთ ეს ტექნიკა და არავითარ შემთხვევაში არავის არ უჩუქებია. საქართველო რომ საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს იცავს, როგორც ჩანს, ამას ვერ ეგუებიან, მაგრამ იქნებ როგორმე დაკავდნენ იმ ერთ პროცენტიან მხარდაჭერაში“, - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)