|
2023-01-10 14:53:48, 939 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი - არამეგობრულია, როცა ქვეყანას ჯიქურად „აწვები“ შეიარაღების გადაცემაზე - ამას ჰქვია „დაწერება“ და არავინ არაფერს „დაიწერს“
როდესაც ქვეყანას, რომლის ტერიტორიებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ჯიქურად "აწვები" და სთხოვ სამხედრო შეიარაღებას, ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი, "ბუკის" საჰაერო თავდაცვითი სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებას. დავითულიანის შეფასებით, უკრაინამ საქართველოს "ასეთივე უხეში ტონით" გენერატორები, მანამდე კი, "სხვა რაღაცებიც" მოსთხოვა და როგორც დეპუტატი ამბობს, ურთიერთობის მიზანმიმართულად გაფუჭების შემდეგ რაღაცის ჩუქებაზე მოთხოვნა "დაწერებაა" და "არავინ არაფერს არ დაიწერს". "როდესაც ქვეყანას, რომლის ტერიტორიებიც რუსეთს აქვს ოკუპირებული, ასე ჯიქურად "აწვები" ყოველდღე და სთხოვ მათ შორის სამხედრო შეიარაღების გადაცემას, რომელიც მას ძალიან ცოტა აქვს, ჩემი აზრით, ეს არ არის მეგობრული ნაბიჯი... შესყიდული შეიარაღების უკან გადაცემის ასეთი უხეში ტონით ისევე, როგორც მანამდე გენერატორებისა და მანამდე სხვა რაღაცების მოთხოვნა, მე არ ვიცი, ამას რა ჰქვია. როცა კარგი ურთიერთობა გაქვს მეორე სახელმწიფოსთან, შეიძლება მას სთხოვო. ურთიერთობას როდესაც მიზანმიმართულად აფუჭებ, მერე "აწვები" რომ რაღაცას რატომ არ მჩუქნი, ამას ჰქვია "დაწერება". ბოდიში მომითხოვია და არავინ არაფერს არ "დაიწერს", - ამბობს მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი ამბობს, რომ უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადაცემული „ბუკის“ სისტემების დაბრუნება სთხოვა. მისი თქმით, უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავდა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გადაცემულ „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსაც, თუმცა საქართველომ სამხედრო დახმარებაზე უარი განაცხადა. კასიანოვის განცხადებას დღეს, 10 იანვარს თავდაცვის სამინისტრო საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ „ბუკ“-ის სისტემები საქართველოს უსასყიდლოდ გადასცა, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყების ცნობით, აღნიშნული სამხედრო შეიარაღება თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მრავალმილიონიანი შესყიდვით მიიღო.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)