|
2023-01-09 18:38:27, 1538 ნახვა
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი - შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის კვლევისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის თაობაზე, ფინანსთა სამინისტრო მსოფლიო ბანკს მიმართავს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტრო მსოფლიო ბანკს „შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის" ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის განხორციელების მიზნით, 75 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების მოზიდვასთან დაკავშირებით მიმართავს. მისი თქმით, ბანკთან წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია, როგორც თანხის ოდენობაზე, ასევე, კონკრეტულ მიმართულებებზე. „როგორც ცნობილია, საქართველოს ინიციატივით მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის შავი ზღვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. კონკრეტულად, შავი ზღვის ფსკერზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზი ერთმანეთთან დააკავშირებს საქართველოსა და რუმინეთის ელექტროსისტემებს, რომელიც ჩართულია ერთიან ევროპულ ქსელში. აღსანიშნავია, რომ წელს უნდა დასრულდეს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლისთვისაც უკვე გამოყოფილია 2.5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება. ამ ეტაპზე, დღის წესრიგში დადგა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის განსახორციელებლად დეტალური კვლევის ჩატარება, შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლის მიზნით. 75 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით დაფინანსება გამოიყოფა სამი მიმართულებით. ეს არის შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლა, რომელიც დაჯდება, დაახლოებით, 20 მლნ აშშ დოლარი და დაიხარჯება საქართველოს მიერ. ასევე, 50 მლნ აშშ დოლარი გამოიყოფა სახმელეთო გადამცემი ხაზის გაძლიერებისთვის, რომელიც უკვე საქართველოს ტერიტორიაზე უშუალოდ გულისხმობს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, გადამცემი ხაზების გაძლიერებას, რათა სრულყოფილად მოხდეს აღნიშნული პროექტის რეალიზაცია საქართველოს მხრიდან. ასევე, 5 მლნ ევრო გამოიყოფა საკონსულტაციო მიმართულებით, როგორც სამართლებრივ, ისე ფინანსურ საკითხებში", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)