14:48 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-09 14:29:42, 1352 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კლინიკა GGRC - მა ჩინეთთან, ესპანეთთან, ისრაელთან და თურქეთთან თანამშრომლობა დაიწყო

„საქართველოს ბანკი“ საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის  ცენტრი GGRC საქმიანობის გაფართოების მიზნით, მსოფლიოს მასშტაბით ახალ პარტნიორებს იზიდავს. 

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შევძელით კლინიკის შეძენა და გარემონტება. დღეს კი ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი GGRC ერთადერთი კლინიკაა საქართველოში მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობით. ჩვენ გავაფორმეთ თანამშრომლობის ხელშეკრულებები ჩინეთთან, ესპანეთთან, ისრაელთან და თურქეთთან. აღნიშნული ქვეყნებიდან კომპანიები პაციენტებს ამისამართებენ ჩვენს კლინიკაში, რომლებსაც გამოკვლევები და მოთხოვნის შესაბამისი პროცედურები უტარდებათ. ასევე, აქტიურად ვართ ჩართული ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით  კლინიკებთან და სამედიცინო ტურიზმის კომპანიებთან სამომავლო გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებაში. კომპანიის გაზრდილი შემოსავლების საფუძველზე კი შიდა ფონდის საშუალებით უფრო მეტ ქართველ პაციენტს ვეხმარებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დამფუძნებელმა და კლინიკურმა დირექტორმა, ნინო მუსერიძემ.

„მოხარული ვართ, რომ გვერდში ვუდგავართ კომპანიებს, რომლებიც მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ და აქვთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. თავდაპირველად, ჩვენი მხარდაჭერით კლინიკამ ჩინურ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელიც პირველი კონტრაქტი იყო მათთვის. ამან კი დიდი წარმატება და სარგებელი მოუტანა კლინიკას. პროექტის ჯამური ღირებულება 780 000 ევროს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია კი 600 000 ევროა. ასევე, EBRD პროექტის ფარგლებში, კომპანიამ დამატებით მიიღო ფინანსური რესურსი, რომლის ოდენობაც 350 000 ევროს შეადგენს. ბანკის ინვესტიცია ახალი კლინიკისთვის სამედიცინო ტექნიკისა და ლაბორატორიისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას მოხმარდა“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სამედიცინო ცენტრი აქტიურად არის ჩართული სფეროს განვითარებაში.  GGRC-ს ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით, რეგიონულ კლინიკებში ხშირად ტარდება უფასო კონსულტაციები, სემინარები და კონფერენციები, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მასშტაბის. კლინიკა სამომავლოდ  ბათუმში ფილიალის გახსნას გეგმავს. დღეის მონაცემებით რეპროდუქციულ ცენტრს ორმოცდაათი თანამშრომელი ჰყავს და დამატებით კიდევ ოცი ადამიანის დასაქმებას გეგმავს.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics