|
2023-01-09 14:15:42, 1509 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - სავალუტო ბუფერები კვლავ იზრდება
2022 წელი, წმინდა სავალუტო შემოდინებების კუთხით ძლიერი იყო. იანვარ-ნოემბერში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სავალუტო აუქციონებითა და აუქციონების გარეშე, თითქმის 500 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ამასთან, მიგრანტების დეპოზიტების გარეშეც, საბანკო სისტემაში პრაქტიკულად ამდენივე უცხოური ვალუტის ლიკვიდობა დაგროვდა, რაც ისტორიულად ლარის კურსისათვის ნეგატიური იყო. თუმცა, ამჯერად, შემოდინებები იმდენად ძლიერია, რომ ამ მნიშვნელოვანმა ფაქტორმა კურსის დინამიკაზე ვერ იმოქმედა. აღნიშნული ტენდენციის მიუხედავად, „თიბისი კაპიტალი“ ინარჩუნებს შეფასებას, რომ მანამ, სანამ საერთაშორისო მასშტაბით, აშშ დოლარის შემდგომ დასუსტებას არ ვიხილავთ, სადღეისოდ ლარი თავის მაქსიმუმზეა. ამ მხრივ, არგუმენტები ინფლაციის დინამიკა და ძირითადი ეკონომიკური პარტნიორების ვალუტების მიმართ ლარის საშუალო კურსია. კერძოდ, „თიბისი კაპიტალის“ მოლოდინების შესაბამისად, დეკემბერში ყოველთვიური 0.3%-იანი დეფლაცია დაფიქსირდა, რაც სეზონური შესწორების გათვალისწინებით, ფასების საერთო დონის 0.7%-იანი კლების ტოლფასია. მართალია, წლიური ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალია და 9.8%-ს შეადგენს, თუმცა ყოველთვიურ მაჩვენებლებში ნორმალიზება აშკარაა. ლარის საშუალო კურსის კუთხით კი, ფაქტობრივი მაჩვენებელი, გრძელვადიან შეფასებასთან შედარებით, მცირედით, მაგრამ მაინც უფრო გამყარებულია. გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)