10:45 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-09 13:09:32, 879 ნახვა

საზოგადოება
ამერიკელი ექსპერტი - სააკაშვილი სერიოზულად არის ავად - აქვს დაავადებები, რომელიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ სერიოზულად არის ავად,- ამის შესახებ ამერიკელმა ექსპერტმა, შაჰინ ემანუელ ლახანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, სადაც მოწმის სახით იკითხება. 

მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს აქვს ქრონიკული დაავადებები, რომელიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას, თუ არ მოხდა სწორი მეთოდით მკურნალობა. 

"მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ სერიოზულად არის ავად. მას აწუხებს სხვადასხვა დისფუნქციები, მათ შორს თავის ტვინის, ზურგის ტვინის, საჭმლის მომნელებელი სისტემის. ყველაზე მძიმე დიაგნოზია დემენცია. ასევე კრუნჩხვები. ასევე ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც მისთვის სიარულს ართულებს. ასევე ხერხემლის სვეტის კისრის მიდამოში ზურგის ტვინის კომპრესია, სტრესული აშლილობა და ადგილი აქვს მრავლობით არაშესაბამისს მედიკამენტების დანიშვნას. სერიოზულად ავად არის. მე ვთვლი, როგორც ნევროპათოლოგი, რომ ეს დაავადებები ხელშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის.

მას აქვს ქრონიკული დაავადებები, რომელიც ქმნიან სიკვდილის საშიშროებას. განსაკუთრებით, ხაზი მინდა გავუსვა კრუნჩხვით შეტევებს. რომელსაც შეუძლიათ მიგვიყვანონ უცაბედ სიკვდილამდე, თუ არ არის ნამკურნალები სწორად. ჩემი გამოცდილებიდან, ბევრჯერ მინახავს ეს და ჩემი გასინჯვისას ეს ვნახე, რადგან მას სწორი მკურნალობა არ უტარდება. რაც შეეხება დემენციას, მისი მდგომარეობა ძალიან სწრაფად მძიმდება. მე ვერ ვხედავ შესაძლებლობას, რომ გამოჯანმრთელდეს ამ პირობებში",- განაცხადა ამერიკელმა ექსპერტმა. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავს. სხდომას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, თავად მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი არ ესწრება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics