2023-01-09 10:57:14, 864 ნახვა
საზოგადოება
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,